მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ გახდი ”კულე”? (ნაწილი 4)

როგორ გახდი ”კულე”? (ნაწილი 4)

როგორ გახდი ‘’კულე’’? (ნაწილი 4)

 

1.SHERMA_f.c.b (გიორგი შერმადინი) ‘’წევრი’’ – დიდი ხანი არაა რაც ბარსელონას ვქომაგობ ეს მაშინ დაიწყო როდესაც ჩემი და ბასელონასა და ინტერის შეხვედრას უყურებდა,იმ დღეს საიერთოდ არ ვაპირებდი ამ მატჩის ყურებას მაგრამ ჩემმა დამ დამაძალა მითხრა:დაჯექი და უყურე ნამდვილ ფეხბურთსო მაგრამ მე მაინც არ მინდოდა ბოლოს ჩემმა დამ მითხრა დავნიზლავდეთო და ამაზე უკვე დვთანხმდი :))) თამაშს ბოლომდე ვუყურე საბოლოოდ მატჩი ბარსელონას გამარჯვებით 1:0 დასრულდა თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის რომ ბარსელონა ფინალში გასულიყო მაშინ პირველად ვუყურე ბარსელონას თამაშს და საერთოდ ფეხბურთს.მიუხედავად იმისა რომ ბარსელონა ფინალში ვერ გავიდა ამ მატჩში მათ ბოლომდე იბრძოლეს და თავი არ დაზოგეს იმისთვის რომ ფინალში გასულიყვნენ სწორედ ამან გამხადა ბარსელონას ასეთი გულშემატკივარი მე მათში დავინახე მებრძოლი სული,მათი შესანიშნავი თამაშის სტილი,ის თუ როგორ უგებდნენ მოედანზე ფეხბურთელები ერთმანეთს.მოკლედ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ მე ამ დღეს ბარსელონას “ფანი” გავხდი ამ გუნდის ყოველ თამაშს ველოდები,განვიცდი ყოველი ფეხბურთელის ტრავმას,ყოველი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლას და ა.შ. 
მე უკვე ნამდვილი კულე ვარ,რისთვისაც ჩემ დას ვუხდი მადლობას ბარსელონა ხომ მან შემაყვარა !!!

 

2. Frank Rijkaard GETO ( ირაკლი გეტია) ‘’წევრი’’ – ჩემი გაკულეების ამბავი არის საკმაოდ მარტივი და შემდეგი !! იყო გენიალური ფეხბურთელი ფრენკ რაიკაარდი და მისი მილანი რომელთა მიმართაც უდესი სიმპატიებით ვიყავი განწყობილი !! მოგეხსენებათ რაიკაარდი აგრეთვე ბარსას მწვრთნელი იყო , რომელმაც მართლაც დაიწყომისი აყვავების ხანა !! საეროდ ვგულშემატკივრობდი მილანს და როდესაც რაიკაარდი ბარსელონის მწვრთნელი გახდა ქომაგობა მილანის პარალელურად დავუწყე ბარსელონასაც !! მე არ გახლავართ სუფთა სისხლის (:D) კულე , სიმართლეს ხმამაღლა ვიტყვი მილანის პარალელრუად ვქომაგობ ბარსელონას და ამის დაწყება სწორედ რაიკაარდის პირადი სიმპატიებისდაგამო მოხდა !! მიყვარს ძალიან ორივე გუნდი , რაიკაარდი და ორივეზე ვღელავ , განვიცდი და მიხარია !

 

3. SERGIQUE (სერგი ღარიშვილი) ‘’წევრი’’ – მე კულედ დავიბადე…! საყვარელ გუნდს ვერ აირჩევ.. თავად გირჩევს ის.

 

4. Andres Lamanchel (გიორგი გაგნიძე) ‘’წევრი’’ – როგორ გავხდი კულე? ეს ყველაფერი დაიწყო 2005-06 წლების სეზონიდან, როდესაც “რონალდინიოს და ეტო’ოს ბარსელონამ” მოიგო ჩემპიონთა ლიგა.. მაშინ ჯერ ნამდვილი კულე არ ვიყავი, მხოლოდ იმ თამაშებს ვუყურებდი, რომლის ყურებაც ტელევიზორში შეიძლებოდა. მე მომწონდა გუნდის “გუნდური” თამაში, რონალდინიოს ჯადოქრობები და ამ დროს მომეწონა როგორც ბარსელონა, ასევე რონალდინიო. თუმცა ნამდვილი კულე გავხდი 2008/09 სეზონის დასაწყისშივე, როდესაც გვარდიოლა მოვიდა გუნდში.. გვარდიოლას მოსვლისთანავე მივხვდი, რომ ჩემი საყვარელი გუნდი წინა სეზონის ჩავარდნის შემდეგ რომელიმე პრესტიჟულ ტიტულს მაინც მოიგებდა. და ჩემი მცირე ნაწინასწარმეტყველები ახდა.. ბარსელონამ შეასრულა ლეგენდარული ტრიპლეტი, მადრიდში რეალს მოუგო 2-6, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხა უძლიერესი გუნდი – მანჩესტერ უნაიტედი და ა. შ. ანუ საერთო ჯამში ნამდვილი კულე ვარ 2008 წლიდან მოყოლებული..

5. svani-shako (შაკო მუკბანიანი) ‘’წევრი’’ – ჩემი ბარსელონას გულშემატკივრობა დაიწყო რონალდინიოს დროს როცა ბარსელონას თავკაცი რაიკარდი იყო. დღითი დღე კარგი ხდებოდა კატალონიური კლუბი ჩემთვის. . ნოუ კამპი სტადიონი სადაც მოგება თითქოსდა შეუძლებელია 🙂 მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არსებობდა ბევრი კარგი გუნდი მაგრამ ასეთი როგორიც ბარსელონაა ისტორიას არ ახსოვს 🙂 ლიონელ მესი : ადამიანი რომელიც თამაშობს განსხვავებულ ფეხბურთს 🙂 ლურჯ-ბროწეულის ფერში გამოწყობილი ფეხბურთელები მოედანზე დახევეწილად თამაშობენ,, აქვთ შემუშავებული გუნდური ტაქტიკა რაც თავანთ შედეგზე არის ასახული . მომწონს კატალონია და მათი თამაშის სტილი…

 

6. LioneL m e s s I (დავით ხაინდრავა) ‘’წევრი’’ – საერთოდ კულე ასე რომ ვთქვათ დიდი ხანია ვარ ! საკმაოდ დიდი ხანია ბარსელონა არის გუნდი რომელმაც ფეხბურთის ყურება დამაწყებინა და მე ეს ძალიამ მომწონდა მარა მერე მოხდა ერთი უბედურება რონალდინიოო რომლის თამაშითაც ვტკბებოდი გადავიდა ბარსელონიდან და ამან ჩემზე საშინლად იმოქმედა იმ კუთხით რომ გავანებე ფეხბურთის ყურებას თავი მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და მე ვიხილე ის სასწაულებრივი ფინალი მანჩესტერთან სადაც ეტოომ და მერე მესიმ თავით სასწაული გოლი გაიტანა ამის მერე ისევ ისე შემიყვარდა ბარსა და დღესდღეობით მე ვამაყობ ამ გუნდით და მთელი გულით და სულით ამ გუნდთან ერთად ვიქნები სულ!!! რაც არ უნდა მოხდეს იმიტომ რომ მე ვარ კულე ბარსას გულშემატკივარი გუნდის რომელიც ძნელია არ გიყვარდეს !!!!!!!!!!

 

7. Barça_AnA ( ანა გიგაური) ‘’წევრი’’ – პირველ რიგში დავიწყებ იმით,რომ სპორტის ეს სახეობა ბავშვობიდანვე მიყვარდა. მეგობრებთან ერთად ბურთის გორაობა და ყურება…მაგრამ მაშინ გულშემატკივრობით არცერთ გუნდს არ ვგულშემატკივრობდი. უბრალოდ მეგობრებისგან ხშირად მესმოდა სახელი რონალდინიო და ტელევიზორშიც ხშირად ვხედავდი ხვეულ თმიან და დიდკბილება ფეხბურთელს,რომელიც როდესაც გოლს ვერ გაიტანდა,ვამბობდი ხოლმე, აბა ეს რა მაგარი ფეხბურთელია, გოლი ვერ გააქვს მეთქი…

 ასაკის მატებასთან ერთად უფრო შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა..სისტემატიურად დავიწყე ფეხბურთის ყურება..მეგობრებისგან ყოველთვის მესმოდა ერთი გუნდის სახელი: “ბარსელონა”,რომელზეც დიდი სიყვარულით ლაპარაკობდნენ…მეც დავიწყე ამ გუნდზე ყველანაირი ინფორმაციის მოძიება,მათი თამაშის ყურება,რომელმაც ძალიან გამიტაცა და რომლის გარეშეც დღეს ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია…არ ვიცი რა იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში ეს გუნდი რომ არ გამოჩენილიყო…და ბოლოს, ალბათ რომ არა “ბარსელონა” ვერ შევიძენდი ახალ და ძალიან ძალიან კარგ მეგობრებს… Visca El Barça  VISCA Catalunya…!


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში