მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საკი: “გუარდიოლასთვის უკეთესი იქნება, თუ დარჩება”

საკი: “გუარდიოლასთვის უკეთესი იქნება, თუ დარჩება”

არიგო საკი დარწმუნებულია, რომ გუარდიოლასთვის უკეთესი იქნება, თუ მომდევნო სეზონშიც “ბარსელონას” თავკაცი იქნება.

 

საკიმ იცის, რომ გუარდიოლა დაიღალა “ბარსელონაში” 4 წლის განმავლობაში მუშაობით, თუმცა დარწმუნებულია, რომ კატალონიელი მწვრთნელი უკეთეს გუნდს ვერ იშოვის. “ მე “მილანიდან” წავედი იმიტომ, რომ დავიღალე, იმიტომ, რომ ოთხ წლიანი მუშაობის შემდეგ ლიმონივით ვიყავი გამოწურული. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება გუარდიოლამ უნდა მიიღოს, თუმცა თუ ის მოტივაციას ეძებს, უმჯობესი იქნება დარჩეს სახლში. “ბარსა” – ეს მისი სამშობლოა, მისი ისტორიაა, მისი გარემოებაა. მისთვის უკეთესი იქნება “ბარსაში” დარჩენა.”

 

ყოველ შემთხვევაში, თუ პეპი წასვლას გადაწყვიტავს, საკი მას ურჩევს, თავი აარიდოს იტალიას: “ეს უკანასკნელი ქვეყანაა, სადაც მას უღირს წასვლა. იტალიაში ვერ მიეჩვივნენ ბურთთან ერთი შეხებით თამაშს, შესაბამისად პეპის სათამაშო სტილი აქ ვერ გაიხარებს. გარდა ამისა, კლუბები აქ მომენტალურად ითხოვენ შედეგს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში