მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პელე: “დღეს “ბარსელონა” საფეხბურთო სტანდარტებს აწესებს”

პელე: “დღეს “ბარსელონა” საფეხბურთო სტანდარტებს აწესებს”

“სანტოსისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პელემ თავისი მოსაზრება გაგვიზიარა “ბარსელონას” თამაშთან დაკავშირებით.

 

“”ბარსელონას” სათამაშო სტილი არის ის, რისი ხილვაც სურს ხალხს. იმედი მაქვს, რომ მომავალში ყველა შეეცდება მათ მსგავსად თამაშს. მსურს, რომ მოედანზე მოხერხებულობამ გაიმარჯვოს და არა ძალამ.”

 

“დააკვირდით გერმანიის ეროვნულ ნაკრებს. მათი დღევანდელი თამაში უფრო ტექნიკურია. ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ ბურთი მოძრაობს სწრაფად და არა ფეხბურთელები. გუნდები კარგად უნდა იყვნენ ორგანიზებულები. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვაკვირდები “ბარსას” თამაშს. ის მე მაგონებს “სანტოსს”, როცა მე მწვრერვალზე ვიყავი, ასევე მაგონებს დიდებულ “ბენფიკას”, “აიაქსს”, “მილანს” და “რეალს”. დღეს “ბარსა” სტანდარტებს აწესებს. მათი წარმატების საიდუმლო ისაა, რომ მათ შეუძლიათ ეს დონე წლების განმავლობაში შეინარჩუნონ.” – ციტირებს პელეს სიტყვებს “ფიფას” ოფიციალური ვებ-გვერდრი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში