მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: ”ყველას გვსურს გვარდიოლას დარჩენა”

ინიესტა: ”ყველას გვსურს გვარდიოლას დარჩენა”

ნახევარმცველმა ”ბარსა ტვ”-სთან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდი ენთუზიაზმითაა აღსასვე, მაგრამ აღიარებს, რომ ძალიან ბევრი ქულები დაკარგეს პირმერაში.

”ვალენისიასთან” გამართული სუპერ მატჩის ერთ-ერთი ვარსკვლავი, ანდრეს ინიესტა ”ბარსა ტვ”-ის გადაცემა ”El Marcador”-ში სასაუბროდ მივიდა. ”ძალიან რთულია ამ დონის შენარჩუნება ყოველ თამაშში, მაგრამ გრძნობები ისეთი გვაქვს, როგორც გასულ სეზონებში. ისიც სიმართლეა, რომ ლა ლიგაში ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ”.

ანდრესმა დაამაატა, რომ ”ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ კარგი კუთხით თავის წარმოეჩენას და გადავცემთ კარგ შეგრძნებებს. ჩვენ ვალდებული ვართ პრიმერას ყოველ ტურში 3 ქულა ავიღოთ და ”რეალის” შეცდომას დაველოდოთ… ჩვენ ვარჯიშობთ ისე, როგორც ყოველთვის და ვიბრძვით ყველა ტიტულისთვის. ადვილი არ იქნება მეტოქესთან ქულებით გათანაბრება, მაგრამ გუნდმა კარგად უნდა უპასუხოს გამოწვევებს”.

გვარდიოლას დარჩენა გვსურს

ანდრესმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ არ სურს გუნდს პეპ გვარდიოლას დაკარგვა: ”იმედი მაქვს, რომ ის გაახანგრძლივებს კონტრაქტს და დარჩება ჩვენთან. გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს, თუმცა იცის, რომ გუნდს ძალიან სურს მისი დარჩენა. ეს არის ის, რაც ყველას სურს… ჩემთვის ის აღმაფრთოვანებელია. აქ მას კიდევ ბევრი შესანიშნავი მოვლენა ელის”. ბოლოს ანდრესმა მატჩის გოლეადორზეც ისაუბრა: ”ჩვენ ვაგრძელებთ სიამოვნების მიღებას ლეოს ყურებით, ის კი იღებს სიამოვნებას გუნდის თამაშით”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში