მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემერი: “ბარსელონა” საუკეთესო ფორმაში იყო, “ვალენსია” კი საშინელში”

ემერი: “ბარსელონა” საუკეთესო ფორმაში იყო, “ვალენსია” კი საშინელში”

გუშინ “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის ფარგლებში “კამპ ნოუზე” უმასპინძლა “ვალენსიას” და გამანადგურებელი ანგარიშითაც მოუგო – 5:1. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის გახსნა სწორედ სტუმრებმა მოახერხეს თამაშის მე-8 წუთზე, კატალონიელები არ დაიბნენ და მეტოქის კარი 5-ჯერ დალაშქრეს. განსაკუთრებით აქტიური იყო ლიონელ მესი, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე “პოკერი” მიიწერა.

 

მატჩის დასრულების შემდეგ “ვალენსიელთა” მთავარმა მწვრთნელმა პრესასთან კომენტარი გააკეთა. უნაი ემერის თქმით “ღამურები” საშინელ ფორმაში იყვნენ, ხოლო კატალონიელები საუკეთესოში: “რისი თქმა შემიძლია? ჩვენ ცალსახად სუსტად ვმოქმედებდით. ეს ძალიან მტკივნეული მარცხი იყო. გულშემატკივრებმა “ბარსა” თავის საუკეთესო ფორმაში იხილეს, ხოლო “ვალენსია” ყველაზე საშინელში.” – ციტირებს ემერის სიტყვებს As.com.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში