workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “ჩემი მენტალიტეტი შეიცვალა”

მესი: “ჩემი მენტალიტეტი შეიცვალა”

“ბარსელონას” ვარსკვლავი, ლიონელ მესი დარწმუნებულია, რომ შეუძლია გაიმეოროს ის სასწაულები, რასაც კატალონიაში სჩადიოდა და ამით თავის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინოს.

 ეროვნულ ნაკრებში 22 წლის ფეხბურთელს ყველაფერი ისე წარმატებით ვერ მისდის, როგორც კლუბში. მან ჯერ კიდევ ვერ დაიწყო გოლების გატანა. ის საშუალოდ ერთ გოლს იტანს სამ შეხვედრაში.

 მიუხედვად ამისა, ლეო ფიქრობს, რომ სულ სხვა მესი ასპარეზობს სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე. “მას შემდეგ რაც აქ ჩამოვფრინდით, ჩემი მენტალიტეტი შეიცვალა.” – აცხადებს არგენტინელი. “რთული პერიოდი გამოვიარე ნაკრებში, რადგან ყველაფერი ისე არ ხდებოდა, როგორც მე მსურდა.”
“
ეს არა მარტო მე, არამედ ჩემს თანაგუნდელებსაც ეხება. საკვალიფიკაციო ეტაპი ძალიან რთული იყო და კარგია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდით. ახლა მე სულ სხვა მესი ვარ და ეს ძალიან მახარებს. ნიგერიასთან მატჩში ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს.”

 არგენტინამ ნიგერია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა გაბრიელ ჰაინცეს გოლის წყალობით. მესიმ უამრავი მომენტი შექმნა, მაგრამ აფრიკელთა მეკარემ, ვენსენტ ენიეამამ გოლის გატანის საშუალება არ მისცა.

 “ძალიან კარგი პირველი მატჩი ჩავატარეთ და ბევრი მომენტები შევქმენით” – დასძინა მესიმ. “ჩვენ ვფლობდით ბურთს თითქმის მთელი თამაში და ეს არის მთავარი. თუ ასეთ მატჩებს მომავალშიც ჩავატარებთ, წყნარად ყოფნის უფლებაც გვექნება.”

 

 მესის სჯერა, რომ დიეგო მარადონა არგენტინას დიდ წარმატებას მოუტანს: “მარადონა სულ სხვა თემაა. ის ფეხბურთელბთან ახლო კონტაქტშია. ისიც თამაშობდა ამ ტურნირში და იცის რა გავლენა აქვს მუნდიალს ფეხბურთელებზე. დიეგო ჩვენ თავდაჯერებულობას გვმატებს.”

 არგენტინის ფანები დარწმუნებულები არიან, რომ მესი განაგრძობს საფეხბურთო სამყაროს გაოცებას. ლეომ უკვე მოიგო “ოქროს ბუცი”, გაიტანა რა 34 გოლი და ასევე გახდა ჩემპინთა ლიგის ბორბარდირი 8 ბურთით.

 ლიო აღნიშნავს, რომ არგენტინა არ არის ერთი ფეხბურთლის ნაკრები: “არგენტინა ჩემზე არანაირად არ არის დამოკიდებული. ჩვენ უამრავი ფეხბურთლი გვყავს, რომლებსაც შესწევთ ძალა შეცვალონ თამაშის ბედი რამდენიმე წუთში. მე თავად ნახევარმცველებზე ვარ დამოკიდებული, რადგან მათი დახმარების გარეშე ბურთის მიღება თითქმის შეუძლებელი გახდება.”

წყარო: www.fifa.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში