მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბაიერი” – ”ბარსელონა”. გამარჯვება ციფრებში

”ბაიერი” – ”ბარსელონა”. გამარჯვება ციფრებში

 – ”ბარსამ” უკვე ზედიზედ მე-6 გასვლით შეხვედრაში გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე. ამ მიღწევით გუნდი მესამე ადგილზეა ”აიაქსის” (7 გამარჯვება) და ”მანჩესტერ იუნაიტედის” შემდეგ.

 – ”ბარსა” ევროპაში აგრძელებს გოლების ფეერიას. გუნდი უკვე ზედიზედ 29 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

 – ალექსის სანჩესის გატანილი გოლების შემდეგ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში თავი უკვე ”ბარსას” 9 ფეხბურთელმა გამოიჩინა.

 – ჩილელი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონში მატჩის 45 წუთიდან მე-60 წუთამდე შესანიშნავი დროა. 11 გატანილი გოლიდან 5 მან ამ მონაკვეთში გაიტანა.

 – ჩილელი იმ ფეხბურთელების სიას დაემატა, რომელბმაც გოლი პრიმერაში, თასზე და ჩემპიონთა ლიგაში გაიატანეს. ასეთები არიან მესი, პედრო, სესკი და ჩავი.

 – მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 6 გასვლით შეხვედრაში გაიტანა გოლი.

 – ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 11 გატანილი გოლიდან ლეომ მხოლოდ 1 გატანა ”ნოუ კამპზე”. ასევე ერთხელ ის ნეიტრალურ სტადიონზე, ”უემბლიზე” გამოირჩა, დანარჩენი 9 გოლი კი მეტოქის სტადიონზე გაიტანა.

 – ლევერკუზენში გატანილი გოლის წყალობით ლეო ევროთასებზე საუკეთესო გოლეადორი გახდა. მან კლაუდიო პიზაროს მიღწევა დაამხო, გაიტანა რა 45-ე გოლი.

 – კიდევ ერთი რეკორდი ლეო მესის შესრულებით: ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის რაუნდში მას უკვე 19 გოლი აქვს გატანილი და გაუსწრო რაულს (18), შევჩენკოს (18) და ინძაგის (16).

 – ალვეშმა ლევერკუზენში ჩემპიონთა ლიგაში მე-40 შეხვედრა გამართა.

 – პედრო როდრიგესმა ”ბარსელონას” რიგებში 150-ე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 52 გატანილი გოლია.

 – პუიოლი ჩემპიონთა ლიგაზე გამართული მატჩების რაოენობით მე-11 პოზიციაზეა. მას 106 შეხვედრა აქვს გამართული.

 – მასკერანომ (16) და პუიოლმა (15) ყველაზე მეტჯერ მოახერხეს გუნდისთვის ბურთის დაბრუნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში