ფეხბურთელებს შორის მოედანზე არაერთი შეხლა-შემოხლა მომხდარა და ეს არავის უკვირს, რადგან მცირე ინციდენტები ფეხბურთის განუყოფელია ნაწილია, თუმცა ბოლო პერიოდში მოედანზე მომხდარმა უმსგავსობებმა ყოვეგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სუარესსა და პატრის ევრას შორის არსებული გაუთავებელი “კინკლაობა” გერმანული გამოცემა SportBild-ისთვის შთაგონების წყარო გახდა. გერმანელებმა შეადგინეს 15 კაციანი სია იმ ფეხბურთელებისა, ვინც გულშემატკივართა მიერ ყველაზე “საზიზღრებად” აღიქმებიან. სასიამოვნოა, რომ ამ სიაში არცერთი მოქმედი “ბარსელონელი” არაა, მაგრამ ყოფილმა “ბლაუგრანელმა” მაინც მოახერხა “საზიზღრებს” შორის ადგილის დაკავება. ზლატან იბრაჰიმოვიჩი საპატიო მესამე ადგილს დაეპატრონა.
შესაძლოა, მადრიდში მისით ამაყობენ, თუმცა მსოფლიო ამ ფეხბურთელს სხვაგვარად აღიქვამს და მას ყველაზე “საზიზღარ” ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილს ანიჭებს. საუბარია კლეპერ პეპეზე. მიუხედავად “გულისამაჩუყებელი” ვიდეო რგოლისა, რომელშიც მან ლიონელ მესის ბოდიში მოუხადა ხელზე ფეხის დაბიჯების გამო, პეპეს საქციელი მაინც არავის ავიწყდება. ჯამში მადრიდელებს სულ 3 წარმომადგენელი ჰყავთ: პეპე, მოურინიო (მწვრთნელი) და მარსელო.
სიაში მრავლად არიან “ილანელები”: იბრაჰიმოვიჩი (3), გატუზო (8), ვან ბომელი (9) და კევინ პრინც ბოატენგი (11). სრული სია კი ასე გამოიყურება:
1. Pepe (Real Madrid)
2. Materazzi (ex Inter Milán)
3. Ibrahimovic (Milan)
4. Luis Suarez (Liverpool)
5. Jose Mourinho (Real Madrid)
6. Mario Ballotelli (Manchester City)
7. Nigel de Jong (Manchester City)
8. Jermaine Jones (Schalke)
9. Gennaro Gattuso (Milan)
10. Mark Van Bommel (Milan)
11.Kevin-Prince Boateng (Milan)
12.Maik Franz (Hertha Berlin)
13.Arnautovic (Werder Bremen)
14.Marcelo (Real Madrid)
15.Wiese (Werder Bremen)

