პეპ გვარდიოლას გერმანიაში პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელი მიჰყავს, ასევე სერხი ბუსკეტსი, რომელსაც ჯერ თამაშის უფლება არ მიუღია. ასევე სარეზერვო გუნდის 5 ფეხბურთელი იქნება ”ბაიერთან” მატჩის განაცხადში.
გუნდი, რომელმაც დღეს ვარჯიში გამართა ხვალ დილით გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ისინი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის შეხვედრას გამართავენ ლევერკუზენის ”ბაიერთან”.
პემოპლონაში დამარცხების შემდეგ გუნდის დრო არ აქვს მარცხზე ფიქრისთვის. ისინი უკვე სამშაბათს, ”ბაიერთან” გასამართ მატჩზე ფიქრობენ. ამ მატჩისთვის პეპ გვარდიოლამ მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელი და სერხი ბუსკეტსი გამოიძახა, რომელიც გერმანიაში თამაშის უფლების გარეშე მიემგზავრება.”რეალ სოსიედადთან” მიღებული ტრავმის გამო მან 2 შეხვედრა გამოტოვა. დღეს მან გუნდთან ერთად ივარჯიშა.
ასევე გუნდთან ერთად გაემგზავრებიან ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები: ჯონათან დოს სანტოსი, კრისტიან ტელიო, სერხი რობერტო, მარკ ბარტრა და ოიერი.
აღდგენითი ვარჯიში
გერმანიაში გამგზავრების წინ გუნდმა დღეს, სიუტატ ესპორტივაზე ივარჯიშა. ის ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ ძირითადში იყვნენ აღდგენით ვარჯიშებს ატარებდნენ.
გუნდი გერმანიისკენ გეზს ხვალ, 10:30 საათზე აიღებს. ისინი კიოლნში დარჩებიან, ლევეკუზენთან ახლოს. გვარდიოლას გუნდი ”ბეი არენაზე” ივარჯიშებს, რომელიც 19 საათზე გაიმართება. ვარჯიშის დაწყებამდე, 18:15 საათზე პეპ გვარდიოლას და გუნდი ერთ-ერთი ფეხბურთელი ჟურნალისტების წინაშე წარსდგება.
მატჩის განაცხადი
ვალდესი, პინტო, ალვეში, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, მესი, ტიაგო, მასკერანო, პედრო, ადრიანო, აბიდალი, ალექსისი, კუენკა, სერხი რობერტო, სერხი ბუსკეტსი, დოს სანტოსი, ტელიო, ბარტრა და ოიერი.