ხოსე ლუის მენდილიბარის გუნდი შესანიშნავ სეზონს ატარებს, თუმცა ”ოსასუნა” 2012 წელს გამარჯვების გარეშეა. ამჟამად პამპლონელები ჩემპიონთა ლიგის ზონას 2 ქულით ჩამორჩებიან. ზედმეტი ხმაურის გარეშე ”ოსასუნა” მიმდინარე სეზონის აღმოჩენა გახდა.
რთული დრო
ახლა ”ოსასუნა” მე-9 პოზიციაზე, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ისინი მე-5 ადგილს იკავებდნენ. 2012 წლის დასაწყისი ბასკებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მათ ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებიათ. განსაკუთრებით ცუდი იყო გუნდის საშიანო შედეგები: მარცხი ”რასინგთან” (0:2), ფრე ”ვალენსიასთან” (1:1) და კვლაც მარცხი ”ატლეტიკოსთან” (0:2). სხვა სიტყვებით 1 ქულა შესაძლო 9-იდან. გასვლით მატჩებში ოსასუნამ 2 ფრე ითამაშა – 0:0 ”რეალ სოსიედადთან” და 1:1 ”ელ მოლინოლზე”.
ამ შეხვედრებამდე მენდილიბარის გუნდი სახლში დაუმარცხებელი იყო. პრიმერას კარგი სტარტის გამო ამჟამად ”ოსასუნას” მოდუნების საშუალება ეძლევა.



