მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”ვალენსია”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” – ”ვალენსია”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ბარსელონას” მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ შეაფასა ”ვალენსიასთან” გამართული მატჩი, სადაც მისმა გუნდმა 4 წელში მესამედ მოიპოვა ფინალის საგზური. კატალონიელი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ფინალი, სადაც მისი გუნდი ”ატლეტიკს” შეხვდება საინტერესო და ძალიან მიმზიდველი იქნება გულშემატკივრებისთვის.

საკუთარი გუნდით და ფინალში გასვლით კმაყოფილმა გვარდიოლამ ყურადღება მიაქცია იმ შოუს, რაც ”ბარსამ” ”მესტალიაზე” და ”ნოუ კამპზე” მოაწყო: ”ვალენსიაში ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და დღეს იგივე გავიმეორეთ. ბურთს ვფლობდით, ვქმნიდით დიდი რაოდენობით საგოლე მომენტებს. თამაშში პირველივე წუთიდან ჩავერთეთ და მეტოქეს 90 წუთის განმავლობაში არ მივეცით ამოსუნთქვის საშუალება”. 4 წელში თასის ფინალში მესამედ გასვლის შესახებ გვარდიოლამ განაცხადა: ”ეს დიდი მიღწევაა, რაც ფეხბურთელებზე ბევრს ამბობს. იმ დროს, როცა თქვენ ეჭვი გეპარებათ ფეხბურთელების შესაძლებლობებში და ამბობთ, რომ ისინი დაიღალნენ და უჭირთ თამაში იფიქრეთ, რომ სამეფო თასის ფინალში უკვე მესამედ გავედით, რაც დიდი მიღწევაა”.

პეპს არ აქვს პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ ფინალი ნამდვილი შოუ იქნება: ”ჩვენ დიდი მონდომებით ვუდგებით ”ატლეტიკთან” მატჩებს. ბედნიერები ვართ, რომ კვლავ ფინალში ვთამაშობთ. ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერია. ვფიქრობ, რომ საინტერესო შეხვედრა გველის, რადგან ”ატლეტიკის” ფეხბურთელები ბევრ სივრცეს იქმნიან, რაც მათი უნიკალური ხარისხითაა გამოწვეული. ისინი ჩვენი სუსტი მხარეების მოძებნას დაიწყებენ, ჩვენ კი მათი. ეს ლამაზი ფინალი იქნება, რომელიც ტურნირის ხარისხს აამაღლებს”.

”მშვიდი ბედნიერება”

როცა მწვრთნელს გუნდის განწყობაზე შეეკითხნენ გამარჯვების შემდეგ მან განაცხადა: ”ისინი მშვიდად არიან. ძალიან ბედნიერები არიან ფინალში გასვლით. მე ვიტყვი, რომ ისინი კმაყოფილები და მშვიდები არიან. მათ გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ”.

მას შემდეგ, რაც გვარდიოლამ საკუთარი გუნდის დიდებული თამაში აღნიშნა განასკუთრებული მადლობა ტიაგოს უთხრა: ”დღეს ტიაგო ძალიან კარგი იყო, მამაკაცური. გაბედულად თამაშობდა იმ პოზიციაზე, რაც მისთვის უცხოა”. ასევე მწვრთნელმა პინტოზეც ისაუბრა: ”ის შეუდარებელი იყო, შესანიშნავად ითამაშა ფეხით. ბოლო 4 წელში მან მესამე ფინალში გაგვიყვანა. ეს ბევრს ამბობს მასზე, როგორც პიროვნებაზე”.

ბრძოლა პრიმერასთვის ბოლომდე

პრეს-კონფერენციის ბოლოს გვარდიოლამ რამდენიმე სიტყვა პრიმერაში ”ბარსას” მდგომარეობაზე თქვა: ”ნორმალურად მივიჩნევ იმას, რომ ჩამოვრჩებით ისეთ გუნდს, როგორიც მადრიდის ”რეალია”. აქ ჩვენ რთულ მდგომარეობაში ვართ. ძალიან რთული იქნება გაშვებულის აღმოფხვრა. ჩვენ მათზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ. ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში