მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე ბური: ”თუ გიყვარს ფეხბურთი უყურებ ”ბარსას” თამაშს”

დე ბური: ”თუ გიყვარს ფეხბურთი უყურებ ”ბარსას” თამაშს”

რონალდ დე ბურმა გაანალიზა ”ბარსელონას” ახალგაზრდული სისტემა და ასევე კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მუშაობა.

კანტერას შესახებ დასმულ შეკითხვაზე დე ბურმა უპასუხა: ”ბოლო წლებში ”ბარსელონას” კანტერამ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. მათ ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ. ჩვენ ”აიაქსშიც” გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, თუმცა მხოლოდ ნიჭი საკმარისი არაა. ”ბარსას” და ”აიაქსის” ახალგაზრდული გუნდების თამაშის სტილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს იოჰან კრუიფის დამსახურებით. ამას გარდა ჩვენ ერთნაირი ფილოსოფია გვაქვს, თუმცა როგორც განვაცხადე ”ბარსამ” წინ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა”.

ასევე ჰოლანდიელმა ყოფილი თანაგუნდელი, პეპ გვარდიოლა შეაქო: ”ის ძალიან დიდ სამუშაოს აკეთებს. როცა მასთან ერთად ვთამაშობდი ის შესანიშნავი თანაგუნდელი და ფეხბურთელი იყო. ახლა მწვრთნელის ამპლუაში ის ისეთივე კარგია. თუკი შენ გიყვარს ფეხბურთი აუცილებლად უყურებ ”ბარსას” თამაშებს. ძალიან დიდ პატივს ვცემ პეპს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში