მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრომ და ინიესტამ გუნდთან ერთად ივარჯიშეს

პედრომ და ინიესტამ გუნდთან ერთად ივარჯიშეს

თავდამსხმელმაც და ნახევარმცველმაც გუშინ თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშეს, ხოლო ბუსკეტსი განცალკევებით, ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

 

“ვალენსიასთან” მატჩის წინ გამართულ ბოლოს წინა შეხვედრაზე სასიამოვნო სიახლე იყო ინიესტასა და პედროს გუნდთან ერთად ვარჯიში. ორივე ფეხბურთელმა სავრჯიშო სესია სრული დატვირთვით ჩაატარა. “ბარსა ბ”-ს ტელიო, დოს სანტოსი, სერხი რობერტო, მონტოია, ბარტრა და მუნიესა ასევე ესწრებოდნენ სესიას.

 

გუნდის ერთ-ერთმა ტრავმირებულმა, სერხიო ბუსკეტსმა განცალკევებით ივარჯიშა. ნახევარმცველმა მარჯვენა მუხლზე ტრავმა “რეალ სოსიედადთან” მატჩში მიიღო.

 

“ბარსელონას” ვარჯიშს დაესწრო კარიერა დასრულებული იტალიელი ფეხბურთელი ჯანფრანკო ძოლა, რომელმაც შანსი არ გაუშვა და თვალი “ჟუვენილ ა”-ს ვარჯიშსაც ადევნა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში