”ვალენსიას” ყოფილმა ფეხბურთელმა, გაისკა მენდიეტამ გაიხსენა წარსულში ”ბარსელონასთან” გამართული შეხვედრები. ”ჩემს დროს ”ვალენსია” თითქმის ყოველთვის უჩვენებდა ”ბარსას” საკუთარ ადგილს. მათ შორის ჩემპიონთა ლიგაში და სამეფო თასზე, რადგან პრიმერაში როგორც წესი მათზე წინ ვიყავით” – იხსენებს მენდიეტა.
მენდიეტა იხსენებს, რომ ”მაშინ ”ვალენსია” ნამდვილი გუნდი იყო ზედმეტი ინდივიდუალისტების გარეშე”. ბასკის მეხსიერებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კლაუდიო ლოპესი, რომელიც გოლებით ”ბარსელონას” გაჩერებას ახერხებდა. ახლა კი მენდიეტას სურს, რომ არგენტინელის როლი გუნდის ახლანდელმა თავდამსხმელმა, რობერტო სოლდადომ შეასრულოს: ”ამჟამინდელი ლოპესი ”ვალენსიასთვის” სოლდადოა, რასაც ის ამტიკიცებს გოლებით და საგოლე გადაცემებით”.
გაისკა მენდიეტა თავად გაემგზავრება ”ნოუ კამპზე”, რათა გაამხნევოს ”ვალენსია” და გუნდს სამეფო თასის ფინალში გასვლაში დაეხმაროს: ”უნდა გესმოდეთ იმ ადამიანების, რომლებიც იკეთებენ შარფებს და მიუხედავად ყველაფრისა მიდიან სტადიონზე, რათა მხარი დაგიჭირონ თქვენ. თქვენ მათ წინაშე ვალში ხართ. შემდეგი მატჩი ”ვალენსიასთვის” ისტორიული მომენტია და ფეხბურთელებს შეუძლიათ კლუბის დიდებული ისტორიის ნაწილი გახდნენ”.



