ოთხივე შემთხვევაში, როცა ემერის გუნდი ”ნოუ კამპზე” ჩავიდა დამარცხდა. ერთხელ ეს ”ალმერიასთან”, ხოლო 3-ჯერ ”ვალენსიასთან” ერთად მოხდა. გოლების სხვაობა ასეთია – 11:1.
ემერის გუნდები დამაჯერებლად ვერ თამაშობენ ”ბარსასთან”. ”ალმერიასა” და ”ვალენსიას” გაწვრთნის დროს ის ”ბარსას” 10-ჯერ შეხვდა. შედეგი 5 ფრე და 5 მარცხია. ამ შეხვედრებში მისმა შეგირდებმა ”ბარსას” 8 გოლი გაუტანეს და მიიღეს 19.
იმის გარდა, რომ მას არ გაუმარჯვია ”ბარსასთან” მუდმივად მარცხდება ”ნოუ კამპზე”. ”ნოუ კამპზე” მისი პირველი ვიზიტი 2007/08 სეზონში შედგა, როცა ის ”ალმერიას” წვრთნიდა. შემდეგი სამი ვიზიტის დროს ის ”ვალენსიას” სათავეში იდგა.
საუკეთესო ბომბარდირი – მესი
”ალმერიას”, რომელსაც ემერი ხელმძღვანელობდა გოლები ანრიმ და მესიმ გაუტანეს. ის შეხვედრა 2:0 დასრულდა. 2008/09 სეზონში უნაი ემერიმ ”ნოუ კამპზე” სათამაშოდ ”ვალენსია” ჩაიყვანა. ”ღამურებმა” საკუთარ კარში 4 უპასუხო გოლი მიიღეს. ჰეთ-ტრიკი ტიერი ანრიმ შეასრულა, ერთი გოლი კი დანი ალვესის ანგარიშზეა.
ეს ტენდენცია შემდეგ წლებშიც არ შეიცვალა. 2009/10 სეზონში ჰეთ-ტრიკით ”ვალენსია” ლეო მესიმ დამარხა. ყველაზე რთული მატჩი ”ბარსასთვის” 2010/11 სეზონში შედგა. სტუმრები წინ პირველ ტაიმში პაბლო ერნანდესის გატანილი გოლის წყალობით გავიდნენ. შეხვედრის მეორე ტაიმში თავი ანდრეს ინიესტამ და კარლეს პუიოლმა გამოიჩინა. საერთო ჯამში ემერის გუნდებმა ”ნოუ კამპზე” 11 გოლი გაუშვეს და მხოლოდ 1 გაიტანეს.



