მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიეგო ალვეში: “ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ”

დიეგო ალვეში: “ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ”

დიეგო ალვეშმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ “ვალენსია” “კამპ ნოუზე” იმედგაცრუებული არ გადის. ალვეშმა ლიონელ მესის დარტყმული პენალტი მოიგერია და თავისი გუნდის გასვლის შანსები კოპა დელ რეის ფინალში განამტკიცა.

 

“თამაშის ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ და მოედანზე ყველაფერს გავიღებთ.” – განაცხადა ბრაზილიელმა და იქვე დაამატა, რომ ფინალის საგზურის მოსაპოვებლად “ვალენსიას” “იდეალურთან ახლო თამაში მოუწევს”.

 

გუარდიოლას გუნდი მიმდინარე სეზონში შედარებით არადამაჯერებლად გამოიყურება, მაგრამ ალვეში სულაც არ მიიჩნევს, რომ “ბარსა” არ არის საუკეთესო. “არ ვიცით რა მოხდება, ვინაიდან “ბარსელონას” თამაშის სტილი და ჟინი 90 წუთის განმავლობაში უამრავ მომენტს ქმნის. ხალხი ფიქრობს, რომ “ბარსას” საქმე არცთუ კარგად მიდის, მაგრამ ეს სიმართლე არაა. ისინი კვლავ მსოფლიოში საუკეთესოები არიან.”

 

ალვეში კარგად აცნობიერებს, რომ გასვლით მატჩში გატანილი გოლი მცირე უპირატესობას აძლევს “ბარსელონას”. მეკარემ მესის პენალტის მოგერიებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და ხუმრობით განაცხადა: “ჩვენ არ გვინდა პენალტები.”

 

“ისინი “მკვდარი ბურთების” სპეციალისტები არიან, რითაც არაერთხელ გავუკვირვებივართ როგორც ჩვენ, ასევე მადრიდის “რეალი”, ამიტომ ამ კუთხითაც ყურადღებით უნდა ვიყოთ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში