“მანჩესტერ სიტის” იტალიელმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ შეაფასა “ოქროს ბურთის” მოგების შანსები. “სუპერმარიოს” შეხედულებით უმაღლესი ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მოგებაში მას ხელს მხოლოდ ლიონელ მესი უშლის.
“”ოქროს ბურთის” მოგება? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესი თამაშის დონეს მოუკლებს.” – განაცხადა იტალიელმა.
” თუ არგენტინელი ისე თამაშს გააგრძელებს, როგორც ახლა, მაშინ საქმე გართულდება. ვფიქრობ, შემიძლია “ოქროს ბურთის” მოგება, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ მესის ჩავარდნა დაეწყოს. სხვა შემთხვევაში საწადელს ვერ მივაღწევ.”- ციტირებს ბალოტელის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.



