დღეს დილით ”ბარსელონამ” ბოლო ვარჯიში გამართა ”ნოუ კამპზე” დღეს ღამით, ”რეალ სოსიედადთან” გასამართი მატჩის წინ.
როგორც ყოველი საშიანო შეხვედრის წინ დღესაც პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ”ნოუ კამპზე”, 12:30 საათზე დახურულ კარს მიღმა ივარჯიშეს და ბოლო დეტალები შეათანხმეს ”რეალ სოსიედადთან” გასამართი პრიმერას 22-ე ტურის წინ. ეს მატჩი გამოსარჩევია იმით, რომ კატალონიაში ძალიან დაბალი ტემპერატურაა.
თავისუფალი დრო სტადიონზე შეკრებამდე
როგორცს პარასკევს პეპ გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდის 15 და ”ბარსა ბ”-ს 3 ფეხბურთელი იყო. ვარჯიშის შემდეგ ”ნოუ კამპზე” ფეხბურთელებმა ერთად ისადილეს, შემდეგ კი ისინი მატჩის დაწყებამდე დაისვენებენ. გუნდი ”ნოუ კამპზე” 20:15 საათზე შეიკრიბება.


