ჟურნალ Time-ის “მეფე ლეო”-დან ჟურნალ Esquire-ის “ჯეიმს ბონდობამდე”.
“ბარსელონასა” და არგენტინის ვარსკვლავმა, მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ ჟურნალ Esquire-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ჟურნალისთვის გადაღებულ ფოტო მასალაში ლეო “აგენტ 007”-ს ასახიერებს და საკმაოდ დამაჯერებლადაც.
ლიონელ მესი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.




