მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შუსტერი გვარდიოლას მნიშვნელობაზე საუბრობს

შუსტერი გვარდიოლას მნიშვნელობაზე საუბრობს

მადრიდის ”რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ბერნდ შუსტერი გაკვირვებულია ”ბარსელონაში” პეპ გვარდიოლას ძალაუფლებით.

შუსტერმა ანალიზი გააკეთა ამჟამად ”ბარსელონასა” და ”რეალს” შორის სიტუაციაზე და მოურინიოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შემდეგ პეპ გვარდიოლას შექება დაიწყო.

”მთელი ”ბარსელონა” ქედს იხრის პეპ გვარდიოლას წინაშე. ის წონა, რაც გვარდიოლას ”ბარსაში” აქვს ძალიან ცოტა ადამიანს ან საერთოდ არავის ჰქონდა. მე არასდროს მინახავს, რომ ”ბარსელონას” მწვრთნელს ასეთი დიდი ძალაუფლება ჰქონდეს კლუბზე” – განაცხადა მან ”Punto Radio”-ს ეთერში.

რაც შეეხება სამეფო თასის განმეორებით შეხვედრას, შუსტერმა ”რეალის” უპირატესობა აღნიშნა სხვადასხვა სიტუაციებში და განაცხადა: ”ბარსელონას” არ აქვს ”რეალის” მსგავსი თავდაცვის ფილოსოფია”.

დასარულს კი მან მადრიდის ”რეალის” მთავარ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზეც გააკეთა განცხადება: ”მე უფრო მოურინიოს მომხრე ვარ, ვიდრე წინააღმდეგი, თუმცა როდესაც რაღაც არ მოგწონს აუცილებლად უნდა თქვა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში