მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

მოგესალმებით ყველას! ალბათ ბევრი თქვენგანი, ისევე როგორც მე, იმედგაცრუებულია გუშინდელი მატჩის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, არავის მოგწონებიათ ლიონელ მესის უღიმღამო თამაში, მაგრამ ისიც ადამიანია… რამდენიც არ უნდა დაიწეროს პრესაში, რომ იგი უცხოპლენატელია და ა.შ., ყოველმა ჩვენგანმა შესანიშნავად იცის მისი ადამიანობის შესახებ… მესიც უბრალოდ მოკვდავია…

 

მოგეხსენებათ, ბოლო სამ მატჩში ლიონელ მესი მოწოდების სიმაღლეზე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ “კლასიკოში” შესანიშნავად უპასა პედროს, მაინც ვერ ვიხილეთ ის, რასაც მიჩვეულები ვართ. არ არის მარტივი სამჯერ ზედიზედ მოიგო ოქროს ბურთი და სათავეში მოექცე საფეხბურთო სამყაროს, მაგრამ ბუნების წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობ. ადრე თუ გვიან ყველა იღლება და სჭირდება დასვენება. სწორედ ასეთი რამ უნდა ლიონელ ანდრეს მესისაც. არცერთი წამით მის პროფესიონალიზმსა და ფენომენალურობაში ეჭვი არ მეპარება და ღრმად მწამს, რომ უახლოეს შეხვედრებში ქვას ქვაზე არ დატოვებს მეტოქეთა ბანაკში, მაგრამ ჩემი აზრით, არ აწყენდა თუნდაც ნახევარი ტაიმით დასვენება. ეს არანაირად არ აკნინებს არც მის შესაძლებლობებსა და არც ეჭვ ქვეშ არ აყენებს მის საუკეთესოობას. უბრალოდ განტვირთვა სპორტის განუყოფელი ნაწილია. ნუთუ ვინმეს გინახავთ ფეხბურთელი, რომელიც ერთ სეზონში ყველა მატჩს ატარებს? ასეთი არავინ მახსენდება… არც ლეოა გამონაკლისი. მერე რა, რომ მას თამაში არ მისდის? მერე რა, რომ გუშინ 5-6 მცველი მაგივრად 3-4 მოატყუა? მე არაფერი დამინახავს რეგრესის მსგავსი, ეს უბრალო გადაღლილობაა, ლიონელ მესი ამჟამად პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია და დააფასეთ!!! მის შესაძლებლობებსაც აქვს მაქსიმუმი, რომელიც ჯერ არ მოახლოებულა, მაგრამ საჭიროა ამ ეტაპის ნელ-ნელა გავლა… გავიხსენებ წინა წლებს, წლის პირველ შეხვედრაში ლიონელ მესი ყოველთვის ისვენებდა კარიერის მანძილზე, მაგრამ წლეულს სხვაგვარად განვითარდა მოვლენები, “ოქროს ბიჭუნამ” 2012 წლის პირველი მატჩი ჩაატარა და მას შემდეგ არ დაუსვენია, საკმაოდ გადაიღალა…

 

2011/2012 წლების სეზონში არგენტინელი “რწყილის” ანგარიშზე უკვე ორი გაფუჭებული პენალტია, რომელიც, რა თქმა უნდა, საამაყო არ არის, მაგრამ ამის გამო არ უნდა დავძრახოთ…

 

“ბარსელონა” 0:0 “სევილია”

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=6I78DLsyMbg]

 

“ვალენსია” 1:1 “ბარსელონა”

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=1xQg9DDikB0]

 

ნუთუ მხოლოდ ამ ორი მომენტით შემოიფარგლება ამ ბრწყინვალე ფეხბურთელის კარიერა? კარგი არავის გახსოვთ? ვაღიარებ, რომ ძალიან ნაწყენი ვიყავი ამ გაცუდებული პენალტების შემდეგ, მაგრამ ლეო პირველია, პირველი  და ამას თითოეული ფეხბურთის ქომაგი უნდა შეეგუოს. დღესდღეობით ასეა, ვნახოთ რა იქნება შემდეგ წელს…. გავიხსენოთ ლიონელის ბრწყინვალე მომენტები….

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=5C5jCDRuXDU]

 

მემგონი არ უნდა იყოს მარტივი მსოფლიო ნომერ პირველი გოლკიპერის 13-ჯერ დამწუხრება. მესიმ ეს შეძლო და კოშმარად ექცა მადრიდელთა პირველ ნომერს.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=xBwCLSQrUY4]

 

Visca El Barca , Visca Catalynia!!!

 

ლიონელ მესი თავის სიტყვას კიდევ მრავალჯერ იტყვის !!! 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში