მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

პეპ გვარდიოლამ სამეფო თასის 1/2 ფინალურ მატჩზე პირველი გუნდის 15 და ”ბარსა ბ”-ს 3 ფეხბურთელი შეიყვანა განაცხადში. ტრავმირებულები, პედრო, ინიესტა, აფელაი, ვილია, ფონტასი და აფრიკის თასზე მყოფი სეიდუ კეიტა შეხვედრას გამოტოვებენ.

გვარდიოლამ ზუსტად ის 18 ფეხბურთელი შეიყვანა მატჩის განაცხადში, რომლებიც ”ვილიარეალთან” შეხვედრაში იღებდნენ მონაწილეობას. ამგვარად სამეფო თასის პირველ 1/2 ფინალურ მატჩში მონაწილეობას პირველი გუნდის 15 და ”ბარსა ბ”-ს 3 ფეხბურთელი მიიღებს (დოს სანტოსი, სერხი რობერტო, კრისტიან ტელიო).

ორმაგი ვარჯიში

პეპ გვარდიოლამ დღეს გუნდი ორჯერ ავარჯიშა. ისააკ კუენკასთვის დღის მეორე სესია პირველი იყო, როგორც პირველი გუნდის წევრისთვის. ახალგაზრდა ფეხბურთელმა კლუბთან ახალ ხელშეკრულებას ხელი რამდენიმე საათის წინ მოაწერა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში