მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემერი: ”1/2 ფინალში ”ბარსას” დამარცხებას შევეცდებით”

ემერი: ”1/2 ფინალში ”ბარსას” დამარცხებას შევეცდებით”

”ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ თასის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, ”ლევანტეს” განადგურების (0:3) შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს ”ბარსელონას” დამარცხება შეუძლია.

”დიახ, ეს რთული იქნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ”ბარსელონას” დამარცხება და შევეცდებით ეს გავაკეთოთ. თუკი შეხვედრას მოტივაციის კუთხით შევხედავთ გამოვა, რომ ფავორიტები ჩვენ ვართ. ”ვალენსია” იმისკენ მიისწრაფვის, რათა ისეთი გუნდური მენტალიტეტი ჩამოაყალიბოს, რომელსაც გამარჯვების სჯერა და იბრძვის გამარჯვებისთვის მიუხედავად იმისა, თუ რა დონის მეტოქის ეთამაშება” – განაცხადა ემერიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში