”ბარსელონას” ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა გუნდს სამეფო თასის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში, ”რეალთან” მიღებული ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო 3 კვირით ვერ დაეხმარება.
დღეს ჩატარებული დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ანდრესს მარცხენა ფეხის ბარძაყის ორთავა კუნთი აქვს დაზიანებულია. ამგვარად ესპანელი ნამდვილად გამოტოვებს პრიმერას მატჩებს ”ვილიარეალთან”, ”რეალ სოსიედადთან” და ”ოსასუნასთან”. ასევე ის გამოტოვებს თასის 1/2 ფინალის ორივე შეხვედრას. ინიესტა შეიძლება ვერ ვიხილოთ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში, ლევერკუზენის ”ბაიერის” წინააღმდეგ.
მიმდინარე სეზონში პრიმერაში ანდრესმა 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 საგოლე გადაცემა განახორციელა.



