“ალ ვასლის” მთავარმა მწვრთნელმა და ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ ისაუბრა კატალონიის “ბარსელონას” მწვრთნელ პეპ გვარდიოლაზე. არგენტინელის აზრით პეპ გვარდიოლა სამწვრთნელო კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს:
“ვფიქრობ, როდესაც გვარდიოლა კლუბს დატოვებს, იგი მილანის “ინტერის” მწვრთნელი იქნება. პეპი შესანიშნავი სპეციალისტია, რომლის განკარგულებაშიც უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან,” განაცხადა დიეგო არმანდო მარადონამ.
ცნობისთვის ლეგენდარული დიეგო “ბარსელონას” ღირსებას 1982/84 წლებში იცავდა და “პრიმერაში” ჩატარებულ 36 შეხვედრაში 22 გოლის გატანა შეძლო.



