მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შუსტერი: “არ გამკვირვებია ის, რომ მადრიდელები მცველებმა დაამწუხრეს”

შუსტერი: “არ გამკვირვებია ის, რომ მადრიდელები მცველებმა დაამწუხრეს”

მადრიდის “რეალის” ყოფილი თავკაცი, ბერნდ შუსტერი, აცხადებს, რომ სულაც არ არის გასაკვირი კატალონიელთა ბრწყინვალე გამოსვლა. მისთვის არც ის ყოფილა სიურპრიზი, რომ “ბარსელონას” მცველებმა გაიტანეს გოლები. იტყობინება ესპანური მედია.

 

შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა შეხვედრა 1:2 მოიგეს. იკერ კასილასი დაამწუხრეს კარლეს პუიოლმა და ერიკ აბიდალმა.

 

“არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. საქმე ისაა, რომ “ბარსა” სრულად დომინირებს მოედნის ცენტრში. ბურთის ასეთი კონტროლი გამოწვეულია იმით, რომ კატალონიელები დიდი ძალებით იბრძვიან სტადიონის აღნიშნულ მონაკვეთში. ამაში ასევე უდიდესი წვლილი მიუძღვით თავდამსხმელებს, რითაც ზონები უთავისუფლდებათ მცველებს და ისინი კომფორტულად მოქმედებენ. ამას გარდა, მადრიდელებმა უდიდესი შეცდომა დაუშვეს მეორე გოლის დროს. 5 “ბლანკოსის” მოთამაშე გარს შემოხვეოდა მესის და ელოდნენ მის დრიბლინგს, თუმცა მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო”. დაასრულა შუსტერმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში