მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

“The special one” ასეთი ფრაზა არაერთხელ გსმენიათ, ალბათ ხვდებით საქმე რასაც უფროსოწრად ვისაც ეხება, საუბარია ჟოზე მოურინიოზე. როგორც მოგეხსენებათ, მადრიდელთა თავკაცი თავის თავს განსაკუთრებულს უწოდებს, სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ ჟურნალისტები და საფეხბურთო ექსპერტები მას. ჟოზეში მართლაც, არის რაღაც განსაკუთრებული, არის ის რაც არ აქვს სხვას. განსაკუთრებით ეს ტერმინი 2009/10 წლის სეზონიდან მომდინარეობს, როდესაც დონ ჟოზემ შეძლო და დაამარცხა “ბარსელონა” 2 მატჩიან დუელში ჩემპიონთა ლიგაზე და ხელიდან გამოაცალა ჩემპიონთა მე–4 თასი.

ამის შემდეგ ჟოზე “რეალში” გადაბარგდა და კვლავ დაუპირისპირდა “ბარსელონას”. განსაკუთრებულს კვლავ უწინასწარმეტყველებდნენ “ბარსელონას” დამარცხებას, მაგრამ გვარდიოლას გეგმებში ეს არ ჯდებოდა, გვარდიოლამ პირველივე მატჩში “საფეხბურთო სილა” გააწნა ჟოზეს და რევანში აიღო 5:0.

მას შემდეგ ჟოზეს “რეალი” და დონ ხოსეპის “ბარსელონა” ერთმანეთს 8 – ჯერ შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ძირითად დროში ჟოზეს გვარდიოლა არ დაუმარცხებია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მათ 9 მატჩიან დუელში, რომელიც “ბარსელონასა” და “რეალს” ეხება არცერთი გამარჯვება 90 წუთში.

9 მატჩიდან 5 “ბარსელონამ” მოიგო 4– იც ფრედ დასრულდა, მაგრამ ერთის დამატებით დროში ჟოზემ შეძლო და მიაღწია საწადელს, მაგრამ როგორც მან თქვა ეს ტურნირი მესამეხარისხოვანია მისთვის წელს, ხოლო შარშან საკმაოდ პრესტიჟული იყო, ესეც ძალიან საინტერესოა, როგორც ჩანს ჟოზესათვის ერთ სეზონში თასები მნიშვნელობას იცვლიან.

9 მატჩიდან 3 “ლა ლიგაში” შედგა, 5:0, 1:1 1:3. “ბარსელონამ” 2 იმარჯვა და 1 ფრე. 9 გოლი და მხოლოდ 2 საკუთარ კარში, შთამბეჭდავი შედეგია.

2 მატჩი “ჩემპიონთა ლიგა” ზე 0:2, 1:1. 1 გამარჯვება და ერთი ფრე, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ “ბარსელონა” ფინალში გავიდა.

2 მატჩი “სუპერთასზე” 2:2, 3:2. გვარდიოლას გუნდმა თასი მოიპოვა.

2 მატჩი “თასზე” 1:0, 1:2. ერთი მარცხი და დაკარგული თასი, მაგრამ ერთი სეზონის შემდეგ აღებული რევანში, მაგრამ ჯერ მხოლოდ პირველ მატჩში, წინ “კამპ ნოუზე” გასამართი მატჩია.

9 მატჩში 19 ბურთი გატანილი და 9 მიღებული, +10, რაც ძალიან კარგი შედეგია.

პეპ გვარდიოლა სულ რამდენიმე დღის წინ საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, ჟოზე მოურინიოს პერსონალური გულშემატკივრები ამას უსამართლობად თვლიდნენ, მაგრამ გუშინ კიდევ ერთ დუელში დამარცხდა.

გუშინ გვარდიოლამ თავისი ტაქტიკური “ცოდნა” გამოავლინა და წაგებულ ტაიმს, მოგებულით უპასუხა.

ორივე სპეციალისტი თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალია, მართალია ჟოზემ ძალიან ბევრი მარცხი იწვნია ამ დუელში, მაგრამ ეს მის პროფესიონალიზმს არ აკნინებს, ჟოზე ძალიან კარგი მწვრთნელი და ტაქტიკოსია, მაგრამ მისი გამონათქვამები ხშირად გამაღიზიანებელია. მაგრამ მის გამონათქვამებს ერთი პლიუსიც აქვს, ეს რეპლიკები “ბარსელონას” ფეხბურთელთათვის ერთგვარი მოტივატორია, ბუნებრივია მწვრთნელისათვის.

ერთი სიტყვით გუშინ “The special one” – მა “special” წაგება იწვნია … 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში