მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალი”–”ბარსელონა”. საინტერესო მომენტები

“რეალი”–”ბარსელონა”. საინტერესო მომენტები

 

გთავაზობთ რამდენიმე საათის წინ დასრულებულ მატჩში მომხდარ რამდენიმე საინტერესო მომენტს.

 

დავიწყოთ პეპეს საქციელით. როდესაც მესი წაიქცა, პორტულიელმა ფეხბურთელმა მას განზრახ დააბიჯა ფეხი ხელზე, რაც ამ ვიდეოზეც ძალიან კარგად ჩანს.

 

 

 

 

 

როდესაც ანგარიში 1:0 იყო “რეალის” სასარგებლოდ, სესკის ბრწყინვალე ჩაწოდების შემდეგ სანჩესს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა.

 

 
 

 

 

ასევე ძელს გაარტყა ინიესტამაც. ამ მომენტში, ნამდვილად თავგანწირვით ითამაშა სერხიო რამოსმა, რომელიც გადაეღობა ანდრესის დარტყმულს და შეუცვალა ბურთს მიმართულება; ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი კუთხურზე გადავიდა, თუმცა საინტერესოა ისიც, რომ მსაჯმა კარიდან დარტყმა დააფიქსირა.

 

 

 

 

ინიესტას კიდევ ერთი გაფუჭებული მომენტი. ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ, ანდრესს ჰქონდა შანსი კასილასის კარის აღების, თუმცა ბურთი წინ გაუვარდა და ვეღარ მოახერხა ზუსტი დარტყმის განხორციელება.

 

 

 

 

ეს კი პეპეს სიმულაცია. როდესაც იგი ფაბრეგასთან იბრძოდა ბურთის მოსაპოვებლად, მოულოდნელად მინდორზე დაეცა, თუმცა მსაჯმა ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა და მის სასარგებლოდ ჯარიმა არ დაუნიშნავს.

 

 

 

 

ეს ვიდეო კი ფაბიო კოენტრაოს “ბრწყინვალებას” და “პროფესიონალურობას” ამტკიცებს…

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში