მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ესპანეთის თასის 1/4 ფინალში “ბარსელონასთან” გასამართი შეხვედრა, მას საერთოდ არ ადარდებს და არ ნერვიულობს, იტყობინება ესპანური მედია:
” მატჩამდე მე ყოველთვის მშვიდად ვარ და არასოდეს ვარ დაძაბული. ყველა მომენტში ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. “ბარსელონას” წინააღმდეგ ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის წინააღმდეგ გავდივარ მოედანზე,” განაცხადა რონალდუმ.
ცნობისთვის ” ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” შეხვედრები, 18 და 25 იანვარს გაიმართება.
