მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავიმ მე-400 მატჩი გოლით აღნიშნა

ჩავიმ მე-400 მატჩი გოლით აღნიშნა

კატალონიის “ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჩავი ერნანდესმა სულ ცოტა ხნის წინ, ლა ლიგაში მე-400 მატჩი ჩაატარა “ბარსას” მაისურით.

 

მოგეხსენებათ “პრიმერას” მე-19 ტურის მატჩში, კატალონიის “ბარსელონამ” “ბეტისს” უმასპინძლა და 4-2 დაამარცხა. ეს შეხვედრა ჩავი ერნანდესისათვის საიუბილეო გამოდგა. ჩავიმ ლა ლიგაში “ბარსას” მაისურით მე-400 მატჩი ჩაატარა და იუბილე გოლითაც აღნიშნა.

 

ცნობისთვის “პრიმერაში” ჩავი ერნანდესს “ბლაუგრანას” შემადგენლობაში დებიუტი 1998 წლის 3 ოქტომბერს “ვალენსიას” წინააღმდეგ ჰქონდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში