”ბარსელონას” ჩილელმა თავდამსხმელმა, რომლის ანგარიშზეც უკვე 6 გოლია პირველად გამოიჩინა თავი სამეფო თასის შეხვედრაში. ეს იყო მე-12 გოლი, რომლიც ”ბარსამ” მიმდინარე სეზონში თავით გაიტანა.
ალექსის სანჩესისთვის სეზონი ცუდად დაიწყო, რადგან ის მძიმედ დაშავდა. დაბრუნების შემდეგ ჩილელი ყოველდღიურად უმატებს. ”რეინო დე ნავარაზე” ის ძირითად შემადგენლობაში იყო და დაეხმარა გუნდს გამარჯვების მოპოვებაში. ამჟამად ალექსისის ანგარიშზე 6 გოლია.
მე-12 გოლი თავით
ალექსისის გოლი მე-12 აღმოჩნდა, რომელიც ”ბარსამ” თავით გაიტანა. ამ მაჩვენებელში ლიდერი სესკ ფაბრეგასია, რომელმაც ამ მხრივ თავი 5-ჯერ გამოიჩინა. ლეო მესის ანგარიშზე თავით 2 გატანილი გოლია, ერთი გოლი აქვთ გატანილი პედროს, პიკეს, ჩავის, ვილიას და ალექსის.
– ”ბარსა” პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონიში ”ოსასუნას” სტადიონზე მოგება შეძლო. ამ მატჩამდე მენდილიბარის გუნდის ანგარიშზე 5 გამარჯვება და 4 ფრე იყო.
– სერხი რობერტოზე გაკეთებული საგოლე გადაცემის ჩათვლით ლეო მესიმ მიმდინარე სეზონში უკვე 16-ჯერ გაატანინა თანაგუნდელს.
– სერხი რობერტომ პირველი გუნდის შემადგენლობაში თავი უკვე მეორედ გამოიჩინა.
