ბარსამანიას ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, საიტისთვის შეექმნა ახალი, ორიგინალური ლოგო, რაზეც ვაცხადებთ კონკურსს.
თუ თვლით, რომ გაქვთ კრეატიული იდეა და მისი ლამაზ ლოგოდ ქცევა შეგიძლიათ, საკონტაქტო გვერდზე მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე გამოგზავნეთ თქვენი ვარიანტი.
აუცილებელი მოთხოვნები:
– ლოგო უნდა იყოს ნულიდან დახატული. იგი უნდა იყოს ორიგინალური და არა სხვის მიერ შექმნილი დეტალებისგან შედგენილი;
– უნდა იყოს ბარსელონას ფერებში;
– უნდა იყოს შეძლებისდაგვარად სადა;
– მინიმალური სიმაღლე – 150px, მინიმალური სიგანე – 200px.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 25 იანვარი. ყველა ვარიანტის მიღების შემდეგ, ადმინისტრაცია აარჩევს ერთ-ერთ მათგანს და აქცევს მას საიტის ლოგოდ.
არჩეული ვარიანტის ავტორი დასაჩუქრდება 50 ლარით.
