მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სორიანო: ”მზად ვარ ”ბარსას” დასატოვებლად”

სორიანო: ”მზად ვარ ”ბარსას” დასატოვებლად”

”ბარსელონა ბ”-ს თავდამსხმელმა, ჯონათან სორიანომ განაცხადა, რომ მზადაა კლუბის შესაცვლელად. 26 წლის ფეხბურთელმა უკვე დაკარგა იმის იმედი, რომ პირველ გუნდში თამაშის საშუალება მიეცემა.

”ამ დრომდე ”ბარსელონას” ხელმძღვანელობას ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ უსაუბრია. ასევე ჩემთან არ ულაპარაკია პეპ გვარდიოლას, ამიტომაც ვხვდები, რომ პირველ გუნდში თამაშის შანსი არ მაქვს. მზად ვარ ”ბარსას” დასატოვებლად და სხვა კლუბში გადასასვლელად” – განაცხადა სორიანომ.

ფეხბურთელის შეძენით უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია ”ბენფიკა”. ამ გუნდმა ზაფხულში ”ბარსას” სარეზერვო გუნდიდან ნოლიტო წაიყვანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში