”ესპანიოლის” მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ”ბარსელონას” მაღალი დონის თამაში აღნიშნა, მაგრამ ამავდროულად განაცხადა: ”არ შეიძლება მოედანზე იმ აზრით გასვლა, რომ ”ბარსა” დაუმარცხებელია”.
პრეს-კონფერენციაზე მწვრთნელმა განაცხადა: ”ბოლო წლებში ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, თუ როგორ შევაჩეროთ ”ბარსა”. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ფორმულა იმ გუნდის შესაჩერებლად, რომელმაც ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მათ ეს მატჩის დროს უნდა დაგვიმტკიცონ და არა მატჩამდე”.
ასევე პოჩეტინომ დაამატა: ”ჩვენ საკუთარ სტილს არ ვუღალატებთ, თუმცა გარკვეული კორექტირების შეტანა თამაშში ღირს. მე ძალიან ბევრი ვარიანტი გავიგე, თუ როგორ უნდა შეაჩერო ”ბარსა” თუმცა ყველა მათგანმა მარცხი განიცადა… ჩვენ ”ბარსასთან” ბრძოლას მატჩის პირველივე წუთებიდან შევეცდებით”.
