ვფიქრობდი, რა შეიძლება გამეკეთებინა ახალი წლისთვის. მომივიდა ერთი იდეა: დღეიდან, შევეცდები მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გამოვკითხო და გავიგო, თუ რომელი მომენტი იყო მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და რომელმა იმოქმედა ყველაზე მეტად მათზე 2011 წელს. მაშ ასე, დავიწყოთ…
Klim: “ალბათ გამორჩეული და განსხვავებული არ ვიქნები თუ ვიტყვი რომ ჩემთვის შარშანდელი სეზონის საუკეთესო მომენტი ბერნაბეუზე, ლიგის 1/2 ფინალში ლეო მესის მიერ გატანილი მეორე გოლია.თითზე ჩამოსათვლელია “ბარსას” მიერ გატანილი გოლები, რომლებმაც ისეთივე ემოცია და სიხარული მომგვარეს,როგორიც ლეოს მადრიდულმა შედევრმა.ერთია გაიტანო გადამწყვეტი ბურთი ლიგის 1/2 ფინალში და მეორეა გაიტანო ისე ლამაზად და დიდებულად როგორც ეს არგენტინელმა მოახერხა და რაც ყველაზე მთავარი და სასიხარულო იყო ჩემთვის, ლეოს გოლით შედგა სრულფასოვანი რევანში “ბლანკოსზე” 2002 წელს მათთან განცდილი მარცხის გამო, რასაც 9 წელიწადი სულმოუთქმელად ველოდი.”
Frank Rijkaard GETO: “ჩემთვის გასულ წელს ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ლეო მესის მეორე გოლი მადრიდის რეალის კარში სანტიაგო ბერნაბეუზე ჩემპიოთა ლიგის ნახევარ ფინალურ შეხვედრაში. მიზეზი, თუ რატომ არის ეს გოლი ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი არის ძალიან მარტივი მიზეზი!
1. მესიმ შეასრულა ყველაფერი იდეალურად და ულამაზესი და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა მადრიდის რეალს.
2. ამ გოლის წყალობით იმ შეხვედრაში მესიმ ანგარიში 2-ამდე გაზარდა რითაც იმ კლასიკოს მოგების შანსი მაქსიმალური გახადა და უდიდესი ნაბიჯი გადადგა ფინალისაკენ!”
Alexis Sánchez: “გასულ წელს ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მესის გოლი, როდესაც მან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში აიღო კასილასის კარი, მეორედ (მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე 0:2). ეს მომენტი ალბათ იმიტომ დამამახსოვრდა,რომ მესიმ შესანიშნავი დრიბლინგი განახორციელა კასილასის კარის ბადის შერხევამდე ,ჩამოიშორა რეალის მთელი დაცვა და რბილად შეაგორა მადრიდელთა კიპერის კარში ბურთი. ეს იყო დაუვიწყარი მომენტი ჩემთვის და დარწმუნებული ვარ მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება ეს შედევრი…”
alkash: “მესის გოლი მადრიდის “რეალთან”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრაში. მესიმ რაღაც ზებუნებრივი გააკეთა. რუსმა კომენტატორმა ძალიან კარგად თქვა: “человек ли это”.”
BarcelonaFanShaK: “ჩემთვის ყველაზე დასამახსობრებელი მომენტი შარშან იყო მესის მეორე გოლი რეალის კარში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში.ძალიან მინდოდა რომ ეს მატჩი ბარსას მოეგო თან დიდი ანგარიშით რათა შური ეძიათ კოპა დელ რეის ფინალის გამო და ჩემი სურვილი ახდა, იმ გოლის მომენტში რა დამემართა არ მახსოვს. უბედნიერესი ვიყავი.”
DeViD-Messi: “ტიტი გილოცავ, კარგი პროექტია. ჩემი აზრით წლის საუკეთესო გოლი იყო მესის მიერ გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველ დაპირისპირებაში მადრიდის რეალთან ეს გოლი განსაკუთრებით მომწონს რადგან მესიმ ამ მომენტში ბრწყინვალე დრიბლინგი განახორციელა და იგი რეალის ხუთმა ფეხბურთელმა ვერ შეაჩერა.”
იხილეთ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2 ფინალში მესის მეორე გოლი მადრიდის “რეალის”კარში
zuka123: “შეიძლება ლამაზი გოლი არ იყოს, მაგრამ რეალთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში ლიონელ მესის პირველი გოლი ძალიან საჭირო იყო. აფელაიმ, რომ ჩაუწოდა. ზოგი ვიცი იტყვის მესის გოლი ყველამ რომ მოატყუაო “რეალთანო”, ზოგიც “ოსპიტალეტთან”, რომ გაიტანა ინიესტამ, ზოგი ალვეშის გოლს იტყვის და ჩემი აზრი კი უკვე მოგახსენე.”
იხილეთ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2 ფინალში მესის პირველი გოლი მადრიდის “რეალის”კარში
Mr.Maxo: “ჩემთხვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ვილიას გოლი მანჩესტერთან. ის გოლი რაღაც საოცრება იყო. ეს გოლი შექმნა მესიმ, როდესაც ბავშვურად მოატყუა ნანი და შეიჭრა საჯარიმოში ამ ყველაფერს კი მოყვა ვილას გოლი.. ეს გოლი მართლაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა…”
Shiuk: “ვილას გოლი “მანჩესტერთან” ჩემპიონთა ლიგის ფინალში. სიტყვებითაც მიჭირს იმ ემოციის გადმოცემა, რაც იმ წამს ვილიას გოლზე მე განვიცადე. რავიცი ყველაფერი დამემართა… ვყვიროდი და ჩემს დას ”ბარსას” ჰიმნს ვამღერებდი.”
Asla_messi: “ვილას გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელია… ერთი იმიტომ, რომ ულამაზესი გოლი იყო და მეორეც იმიტომ, რომ უმნიშვნელოვანესი გოლი იყო “ბარსასთვის” ფინალში… ფაქტიურად ამ გოლმა გატეხა “მანჩესტერი”.
იხილეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვილას მიერ გატანილი გოლი
acdc-angus: “ყველაზე მაგრად ლეოს გოლი მომეწონა “არსენალის” კარში. იქ იყო ფენომენალური საშემსრულებლო ოსტატობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ლეო კედელის გათამაშების შემდეგ (ინიესტასთან) გავიდა ერთი-ერთზე ალმუნიასთან. ალმუნიამ ზედმიწევნით დროულად დატოვა კარი და ის იმ მომენტში ზუსტად კარის გასწრივ ოდნავ გვერდით იდგა. ალმუნიას მთლიანად გადაფარული კქონდა კარი, ლეოს მხოლოდ გაგრძელება შეეძლო გვერდზე მანევრით ან პასით, რაც ხიფათს კარგავდა თითქმის ბოლომდის, ანუ განიმუხტებოდა სიტუაცია. იმ მომენტში მესიმ მოახერხა სწრაფად დაემუხრუჭებინა ალმუნიას წინ (რაც ძალიან ძნელი იყო იმიტომ, რომ ლეო დიდი სიჩქარით შედიოდა,შეჰქროდა მეკარეს წინ). ამის მერე აუგდო ბურთი დავარდნილ კიპერს,დაელოდა სანამ ბურთი დაეშვებოდა ფეხზე(სანამ ბურთი ეშვებოდა ლეოს ფეხზე ალმუნია აგრძელებდა ინერციით ვარდნას) და ბურთი რომ დაეშვა ფეხზე ეგრევე შეარხია ბადე. აი მე ვთქვი რომ საშემსრულებლო ოსტატობაო, მაგრამ თუ ყურადღებით და თანმიყოლებით წაიკითხავთ ნახავთ, რომ გარდა საშემსრულებლო ოსტატობისა ამ გოლში დიდი ინტელექტი და სათამაშო ფანტაზია იყო ჩადებული იმიტომ, რომ იმ სიტუაციაში ალმუნიამ მთლიანად “გადაკეტა” კარი თავის დროული და თამამი გამოსვლით და ლეომ მხოლოდ და მხოლოდ ასეთი “ტვინიერი” ილეთის ჯერ მოფიქრებით და შემდეგ უკვე შესრულებით ფაქტიურად არაფრისგან “შექმნა” გოლი. და კიდევ, შედარებისათვის, რით განსხვავდება რუნის გოლი “სიტის” კარში (ე.წ. მაკრატელას ვგულისხმობ) ლეოს გოლისგან და რატომ ჯობია ლეოს გოლი რუნისას?იმიტომ, რომ რუნის გოლი იყო მხოლოდ საშემსრულებლო ოსტატობის ნაყოფი,ლეოს გოლში კი ოსტატობაც “იდო” საკმარისად და ტვინიც,აი ამაშია სხვაობა.”
DatinHo: “მესის პირველი გოლი “არსენალის” წინააღმდეგ. ჯერ მაგ გოლის მნიშვნელობა რად ღირს, ეგ რომ არ გაგვეტანა შეიძლება არსენალს ვერც გავცდომოდით, თან + მაგას, უმშვენიერესი გოლი შეაგდო ლეომ… ასე რომ, ჩემი ხმა მაგ გოლს.”
Real_best: “ძალიან სასიამოვნოა მეც რომ ვიღებ ამაში მონაწილეობას. მესის გოლი “არსენალთან” მომეწონა ყველაზე მეტად.”
იხილეთ მესის გოლი “არსენალის” კარში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში
Pep Guardiola: “თავიდან მესიმ რომ “რეალს” გაუტანა ლიგაზე იმ გოლზე ვფიქრობდი, მაგრამ მაგას ბევრი იტყვის და “რეალთან” სანჩესის გოლზე შევაჩერებ არჩევანს. ეს გოლი ავირჩიე მისი მნიშვნელობის გამო. ძალიან საჭირო იყო ფსიქოლოგიურად უპირატესობის მოსაპოვებლად გოლის გატანა. ლეოს შესანიშნავი დრიბლიგის შემდეგ კი ალექსისმა ასევე ძალიან კარგად აუარა გვერდი ორ მეტოქეს და როგორც იტყვიან “ბილიაურდული სიზუსტით” დაარტყა. პრიმერაში 6 ქულიანი სხვაობის გაზრდა აღარ შეიძლებოდა, ეს მატჩი და ალექსისის პირველი გოლი მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო “ბარსასთვის”.
იხილეთ სანჩესის გოლი “რეალთან” პრიმერა დივიზიონის მატჩში
გაგრძელება იქნება…
