”ბარსელონას” ფეხბურთელმა, ლეო მესიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთელი კარიერის გატარება კატალონიურ კლუბში სურს, გადმოგვცემენ ესპანური მედია საშუალებები.
”მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წევრი ვარ. არ არსებობს გუნდი, სადაც თამაში მე ისეთივე სიამოვნებას მომგვრიდა, როგორსაც ”ბარსაში” ვიღებ. იმედი მაქვს ”ბარსაში” ვიქნები მანამ, სანამ ჩემით არ დაიღლებიან” – განაცხადა არგენტინელმა ვარსკვლავმა.

მესი: ”ვგეგმავ ”ბარსაში” მანამდე ვითამაშო, სანამ ჩემით არ დაიღლებიან”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.