გუშინ “ბარსელონას” ფეხბურთელები და მწვრთნელი საავადმყოფოებს ეწვივნენ. კატალონიური გრანდის წარმომადგენლები რამდენიმე ჯგუფად დაიყვნენ და საერთო ჯამში შვიდი საავადმყოფო მოიცვეს. მათ პაციენტებს 4,000-ზე მეტი საჩუქარი დაურიგეს და სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს.
















