ოთხშაბათს, 4 იანვარს, სამეფო თასის მატჩზე ”ოსასუნასთან” ძალაში შევა კანონი, რომლის თანახმადაც სტადიონზე მოწევა აიკრძალება.
ეს იქნება პირველი მატჩი სტადიონის დაარსებიდან, როცა მოწევა აკრძალული იქნება. ეს კანონი გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. 528 მომხრე იყო მოწევის აკრძალვის, ხოლო 89 წინააღმდეგი. 24 სექტემბერს გადაწყდა, რომ კანონი ძალაში 2012 წლიდან შევიდოდა. უკვე რამდენიმე კვირაა ”ნოუ კამპზე” დაიწყო კამპანია ხალხის გასაფრთხილებლად.
[media=http://www.youtube.com/watch?v=DQbVZS8XDkM]
