არგენტინელმა ფეხბურთელმა, რომელიც ბარსელონაში შუადღით დაბრუნდა დაასრულა პირველი სავარჯიშო სესია სიუტატ ესპორტივაზე.
ადგილობრივი დროით 17 საათზე ლეო მესის თვითმფრინავი ”ელ პრატის” აეროპორტში დაეშვა. ტერმინალის გავლისთანავე ლეო მესი ტაქსით გაემართა სიუტატ ესპორტივასკენ, სადაც მან 2012 წლის პირველი ვარჯიში ჩაატარა. არგენტინელმა, რომელსაც კლუბისგან ნებართვა ჰქონდა 2 იანვრამდე დასვენების ფიზიკური სავარჯიშოები შეასრულა და ირბინა 45 წუთის განმავლობაში მწვრთნელის თანდასწრებით. ეს იყო ჩვეულებრივი ვარჯიში იმ ფეხბურთელისთვის, რომელმაც დაასრულა არდადეგები.
ლეო მესიმ თანაგუნდელი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების მსგავსად დასვენება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულებისთანავე, 19 დეკემბერს დაიწყო. მან გამოტოვა სამეფო თასის განმეორებითი მატჩი ”ოსპიტალეტთან” (9:0).
ალვეში დარბაზში
დანი ალვესი, კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი, რომელიც 21 დეკემბრის შემდეგ ისვენებდა სიუტატ ესპორტივას სპორტულ დარბაზში ვარჯიშობდა მიუხედავად იმისა, რომ დილით თანაგუნდელებთან ერთად მიიღო მონაწილეობა სავარჯიშო სესიაში. ბრაზილიელმა სრულად აღიდგინა ფიზიკური კონდიციები.
