მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხულიო იგლესიასი “კლასიკოს” ელემენტებზე საუბრობს

ხულიო იგლესიასი “კლასიკოს” ელემენტებზე საუბრობს

ცნობილმა ესპანელმა მომღერალმა, ხულიო იგლესიასმა, რომელიც “სტაჟიანი” ფანია მადრიდის “რეალისა”, ისაუბრა საყვარელი კლუბის დამარცხებების მიზეზებზე კატალონიის “ბარსელონასთან” მატჩებში. იტყობინება ესპანური პრესა.

 

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას შეგირდები უმეტესწილად პირში ჩალა გამოვლებულებს ტოვებენ მადრიდელებს. რა თქმა უნდა, სტატისტიკა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სასარგებლოდ მეტყველებს.

 

“მე მაქვს იარაღი, რომლითაც შემიძლია ვესროლო ანდრეს ინიესტასა და ლიონელ მესის. კარგით, ახლა სიმართლეს გეტყვით, მადრიდის “რეალს” არ ჰყავს იმ დონის ფეხბურთელი, როგორიც ინიესტაა. თუ კატალონიელი ჩვენს გუნდში იქნებოდა, მაშინ რადიკალურად განსხვავებული სტატისტიკა დაფიქსირდებოდა. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” დასამარცხებლად ასევე საჭიროა საგოლე მომენტების რეალიზება. თუ ყველაფერი ზემოთ ხსენებული განცხორიელდა, მაშინ კატალონიელები ასე ადვილად ვეღარ გააგორებენ ბურთს ცენტრში. ბოლო “კლასიკოში” რონალდოს რომ გაეტანა მეორე ბურთი, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა”. განაცხადა იგლესიასმა.

 

აქვე გეტყვით, რომ 16 წლის ასაკში ხულიო მადრიდის “რეალის” ერთ-ერთ ახალგაზრდულ გუნდში მეკარედ ასპარეზობდა, თუმცა ავტოკატასტროფის გამო იძულებული გახდა სპორტს ჩამოსცილებოდა.

 

P.S. ესეც ჩემი პირველი სიახლე 2012 წელს ! ბედნიერი და სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის და ჩვენი გუნდისთვის, ღვთის მადლი არ მოგვკლებოდეს ! 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში