მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პარასკევის მეორე ვარჯიში

პარასკევის მეორე ვარჯიში

”ბარსამ” პარასკევის მეორე ვარჯიში იმ ფეხბურთელების გარეშე ჩაატარა, რომლებიც კატალონიის მატჩში იღებდნენ მონაწილოებას. პუიოლი, კეიტა და ალექსისი, რომლებიც მცირე ტრავმებს მკურნალობენ გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდნენ.

პარასკევი დღის მეორე ვარჯიშზე ფეხბურთელების ნაკლებობა იყო, რადგან ბევრი ფეხბურთლი კატალონია ტუნისის ამხანაგურ მატჩში იღებდა მონაწილეობას. ”ბარსას” სესიაზე არ იმყოფებოდნენ ვალდესი, ფონტასი, პიკე, ბუსკეტსი, ჩავი, სესკი, მუნიესა, მონტოია და სერხი რობერტო.

დანაკლისი შეცვალა სარეზერვო გუნდის მეკარემ, მასიპმა და 17 წლამდელთან გუნდის წევრებმა, აიალამ (რომელიც დილის სესიაზეც იმყოფებოდა), კალვეტმა და ხორდი კუინტილამ. პუიოლი, კეიტა და სანჩესი, რომლებიც მცირე დისკომფორტს განიცდიან გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდნენ.

”ბარსელონა” 2011 წლის უკანასკნელ სავარჯიშო სესიას შაბათს, ადგილობრივი დროით 10 საათზე გამართავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში