კატალონიური კლუბი ვერ მალავს აღფრთოვანებას ორიოლ რომეუს პროგრესით ”ჩელსიში”. 20 წლის ნახევარმცველი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ლონდონში 5 მილიონ ევროდ გადავიდა შეიძლება სეზონის ბოლოს კატალონიაში დაბრუნდეს, გადმოგვცემს Marca.
ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც ”ნოუ კამპზე” სათამაშო დროს ვერ იღებდა ”ჩელსიში” გახსნა პოტენციალი, სადაც რეგულარულად ჩნდება ძირითად შემადგენლობაში. რომეუს კონტრაქტში არის დებულება, რომლის თანახმადაც ”ბარსა” 2012 წლის ზაფხულში მას 10 მილიონ ევროდ დაიბრუნებს უკან, ხოლო 2013 წლის ზაფხულში 15 მილიონ ევროდ.
ამასთან დაკავშირებით ვილაშ-ბოაშმა განაცხადა: ”რომეუს დაბრუნებას ”ბარსელონა” იმ შემთხვავში შეძლებს, თუკი მის გაყიდვას ჩვენ გადავწყვეტთ”.
