ნურია სოლერმა, სესკ ფაბრეგასის დედამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორც შეცვალა მისი შვილი ინგლისმა.
”Sky Sports”-სთან ინტერვიუში ნურია სოლერმა ფეხბურთთან შვილის დამოკიდებულებაზე ისაუბრა: ”დიახ, სესკი ძალიან პოპულარული ადამიანია, თუმცა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები და ნორმალური ოჯახი ვართ”. დედა აღნიშნავს, რომ ”ის ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ძილი”. ბოლოს დედამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ შეცვალა სესკი ინგლისმა: ”როცა ინგლისში წავიდა ის ბავშვი იყო, ახლა კი კაცია”.
ასევე დედამ განაცხადა, რომ როცა სესკი ახერხებს მუდმივად უყურებს ”არსენალის” თამაშს. სესკის უმცროსმა დამ, კარლოტა ფაბრეგასმა განაცხადა: ”პირველ ადგილზე სესკისთვის ფეხბურთია, მეორეზე ისევ ფეხბურთი, მესამეზე კი ჩოგბურთი”.
