Marca-ს ინფორმაციით, ესპანელი ქალები ყველაზე სასურველ მამაკაცად კატალონიის “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას მიიჩნევენ. გამოკითხვაში, რომელიც ცნობილმა გამოცემამ ჩაატარა, უამრავი ესპანელი მამაკაცი იყო წარდგენილი, თუმცა ქალების არჩევანი მაინც პეპზე გაჩერდა.
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ყოველთვის გამოირჩეოდა სხვებისგან, განსაკუთრებით თავისი ჩაცმის სტილით. იგი აღიარეს კიდეც ფეხბურთის მწვრთნელებს შორის ყველაზე გემოვნებიან ადამიანად. გარდა ამისა, კატალონიურ გრანდთან ერთად მიღწეულმა უდიდესმა წარმატებამ და 13 მოგებულმა თასმა გვარდიოლა კიდევ უფრო პოპულარული გახადა ესპანეთში.
