ტაბლოზე 1-3 დაფიქსირდა, მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა და “ბარსელონას” ფეხბურთელებმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” მათთვის განკუთვნილ გასახდელ ოთახს მიაშურეს, რათა პრინციპულ მეტოქეზე გამარჯვება ეზეიმათ. Sport-ის ინფორმაციით 10 დეკემბერს, მადრიდის “რეალის” დამარცხების შემდეგ “ბლაუგრანა” წარმატებას დავიდ გუეტას Without You-ს ფონზე აღნიშნავდა.
ეს ის “ბარსაა”, რომელიც ამჟამად მბრძანებლობს მსოფლიოს საფეხბურთო რიტმებს, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს რიტმები მოედანს მიღმა არ უნდა დაიკარგოს. “ტრიპლეტის” სეზონის დროს გუნდის რჩეული სიმღერა “ქოლდფლეის” Viva La Vida გახდა, ხოლო გასულ სეზონში Delahoja ასრულებდა “თილისმის” როლს. “ბარსელონას” შემადგენლობა უსმენდა ხსენებულ სიმღერას როგორც გასახდელ ოთახში, ასევე ყოველი მატჩის წინ.
Ona FM-ის ჟურნალისტის განცხადებით 10 დეკემბერს “რეალის” დამარცხებით გახარებული “ბარსელონელები” დავიდ გუეტას Without You-ს ფონზე ზეიმობდნენ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=jUe8uoKdHao]
