მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იოზილი: “ბარსასთან” უბრალოდ არ გაგვიმართლა”

იოზილი: “ბარსასთან” უბრალოდ არ გაგვიმართლა”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ისაუბრა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში წაგებულ მატჩზე კატალონიის “ბარსელონასთან”. თურქ–გერმანელმა ნახევარმცველმა ასევე კომენტარი გააკეთა “თეთრების” თავკაცზე, ჟოზე მოურინიოზე და ორი სიტყვით შეეხო თურქეთის საფეხბურთო ნაკრებს და იქ მოთამაშეებს.

 

“მოურინიო ჩემთვის როგორც მამა ისეა. იგი ბრწყინვალე პიროვნებაა და შესანიშნავი ხასიათი აქვს. პორტუგალიელი ასევე ყოველთვის იცავს საკუთარ ფეხბურთელებს. მე ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს თურქ ფეხბურთელებთან. ძალიან კარგად ვიცნობ არდა თურანს, ჰამიტ ალტინტოპს და ნური შაჰინს. ჰამიტი ჩემთვის უფროსი ძმასავითაა. ჩვენ ერთად ჯერ კიდევ “შალკეში” გამოვდიოდით. თურქეთში როცა მივდივარ ხოლმე, ყოველთვის სასიამოვნოდ ვატარებ დროს, რადგან იქ უამრავი ახლობელი და ნათესავი მყავს. 2012 წელს გერმანიის ნაკრებთანაც და “რეალთან” ერთადაც მსურს ტიტულების მოგება. “ბარსელონასთან” რამდენიმე კვირის წინ მარცხი უბრალოდ არ გამართლება იყო. მთავარი ის არის, რომ კვლავ ვლიდერობთ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში.” –განაცხადა იოზილმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში