ბრაზილიური “სანტოსის” ფეხბურთელის, ნეიმარის მამა ფიქრობს, რომ თუ მისი შვილი კატალონიის “ბარსელონაში” გადავა ეს შესანიშნავი იქნება. ახალგაზრდა ვარსკვლავის მშობლის აზრით, ნეიმარის ესპანურ გრანდში გადასვლა მისი კარიერის ბრწყინვალე გაგრძელებად ჩაითვლება.
“ნეიმარს “სანტოსთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. ამის მიუხედავად, მისი “ბარსელონაში” გადასვლა უბრალოდ შესანიშნავი იქნებოდა. ეს მისი კარიერის ბრწინვალე გაგრძელება იქნება. ასევე უნდა ვთქვა, რომ ახლა მას არცერთ გუნდთან არ აქვს რაიმე კავშირი. იგი არ მართავს არანაირ მოლაპარაკებას გავრცელებული ჭორების მიუხედავად. ჩემს შვილს სურს ითამაშოს ფეხბურთი და მიიღოს სიამოვნება და ასიამოვნოს სხვანიც.” –განაცხადა 19 წლის ფეხბურთელის მამამ.
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ვითომ “ბარსას” ხელმძღვანელობამ “სანტოსს” გადაუხადა 10 მილიონი ევრო და შეიძინა უფლებები ნეიმარზე, თუმცა შემდეგ ბრაზილიურმა კლუბმა ეს ინფორმაცია უარყო.
