მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონამ” ჰლებს ”ქპრ” შესთავაზა

”ბარსელონამ” ჰლებს ”ქპრ” შესთავაზა

30 წლის ბელარუსელი ფეხბურთელი, ალექსანდრ ჰლები ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დროს შეიძლება ინგლისის პრემიერ-ლიგაში დაბრუნდეს, სადაც ის ”არსენალის” და ”ბირმინგების” ღირსებას იცავდა.

ინგლისური პრესის ცნობით ”ბარსელონამ”, რომელსაც დღესაც ეკუთვნის ფეხბურთელის უფლებები ”ქუინზ პარკ რეინჯერს” შესთავაზა ჰლების აყვანა. ამასთანავე კატალონიელები მზად არიან ინგლისელებს ფეხბურთელი უფასოდ დაუთმონ, თუკი ისინი ჰლების კონტრაქტს საკუთარ თავზე აიღებენ. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჰლები გერმანულ ”ვოლფსბურგში” იმყოფება არენდით 31 დეკემბრამდე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში