კატალონიის “ბარსელონას” აღზრდილმა მარტინ მონტოიამ, კლუბთან კონტრაქტი 2014 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა, იტყობინება “ბარსას” ოფიციალური საიტი. ახალი კონტრაქტის თანახმად, ამ სეზონში ფეხბურთელის გასაყიდი თანხა 12 მილიონი ევრო იქნება, ხოლო შემდეგ სეზონში ეს ციფრი 20 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
“მე ყოველთვის მსურდა “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივება. ძალიან გახარებული ვარ, რადგან ახლა მიხდება ბავშვობის ოცნებები. მე აქ ვარ 9 წლიდან და პრაქტიკულად აქ გავიზარდე და ვისწავლე ყველაფერი. ჩემზე ბედნიერი ადამიანი ამ დროისათვის არ არსებობს. გავაგრძელებ თავდაუზოგავად შრომას და ვეცდები პირველ გუნდში მალე გადავიდე. მთავარი ისაა, რომ იქ ჩემი დებიუტი უკვე შედგა.” –განაცხადა მონტოიამ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ.
როგორც მოგეხსენებათ, 20 წლის მცველმა “ბარსელონას” პირველ გუნდში ამ სეზონში ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (ჩემპიონთა ლიგაში “ბატესთან”) და იგივე რაოდენობის გოლიც გაიტანა.





