ბრაზილიური “სანტოსის” ნახევარმცველმა განსომ განაცხადა, რომ სურს “ბარსელონას” მაისურით ერთი მატჩი მაინც ჩაატაროს.
“არ ვიღწვი, რომ კატალონიურ გრანდში გადავიდე, ამაზე საუბარი რომ იყოს ამას არ დავმალავდი, მაგრამ ძალიან მინდა “ბარსელონას” რიგებში ერთხელ მაინც ვითამაშო.”
“საინტერესოა ხავისა და ინიესტას გვერდით თამაში. ისინი მოედანზე შესანიშნავად მოძრაობენ და სამუშაოს ძალიან უადვილებენ თანაგუნდელებს. ლეო მესი კი დღესდღეობით საუკეთესო ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, რომ “ბლაუგრანას” ყველა ფეხბურთელი კმაყოფილია საკუთარი სიტუაციით.” – დაასრულა განსომ.
